საზღვაო აკადემიის მიზანია სტუდენტებისთვის, მომავალი მეზღვაურებისთვის, პროფესიული განათლების მიცემასთან ერთად, თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ საზღვაო აკადემიასა და საზღვაო ჰოსპიტალს შორის ჩამოყალიბდა მეგობრული ურთიერთობა რომლის ფარგლებშიც, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში 1 ოქტომბრიდან ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. აკადემიის სტუდენტებს ექიმი მარი ბეჟიტაშვილი ყოველდღე მოგემსახურებათ და საჭიროების შემთხვევაში აღმოგიჩენთ გადაუდებელ პირველად დახმარებას.
ოჯახის ექიმი მარი ბეჟიტაშვილი, საზღვაო ჰოსპიტალის წარმომადგენელია და სრულყოფილად გაწეულ კონსულტაციას გაგიწევთ მყუდრო, მეგობრულ და რაც მთავარია კონფიდენციალური გარემოში.
საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის განკუთვნილია შემდეგი სადაზღვეო პაკეტი.
ყველანაირი გადასახადის გარეშე ოჯახის ექიმის კონსულტაცია, ასევე სპეციალისტების კონსულტაციები, რომელსაც ოჯახის ექიმი ჩათვლის საჭიროდ.
ლაბორატორიული გამოკვლევები:
· სისხლის საერთო ანალიზი
· შარდის საერთო ანალიზი
· გლუკოზა პერიფერიულ სისხლში
· კრეატინინი
· ჰემოგლობინი
· ქოლესტერინი სისხლში
· შრატში ლიპიდების განსაზღვრა
· განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
. ინსტუმენტული გამოკვლევები:
. ელექტროკარდიოგრაფიული
. ნებისმიერი ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები (რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია, მამოგრაფია და კომპიტერული ტომოგრაფია)
. ყველა ჩამოთვლილი გარდა მაღალ ტექნოლოგიურის და სტაციონარისა)
უფრო დეტალური ინფორმაციისთვის სადაზღვეო პაკეტის შესახებ მიაკითხეთ სამედიცინო პუნქტის ექიმს მარი ბეჟიტაშვილს.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სურვილია სტუდენტებმა მომსახურება მიიღონ საზღვაო ჰოსპიტალში. აკადემიის ოჯახის ექიმი უზრუნველყოფს ჰოსპიტალში დაზღვეული სტუდენტების არა მარტო პირველად დახმარებას, არამედ აქტიურად იქნება ჩართული მათი დაავადების მართვაში; შეაფასებს სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას; გააცნობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს; მისცემს რეკომენდაციებს რისკ-ფაქტორების მოფიფიკაციების შესახებ; მართავს მწვავე და მთელ რიგ ქრონიკულ დაავადებებს. ამასთანავე საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება რეფერალი საზღვაო ჰოსპიტალში ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებზე, ვიწრო სპეციალისტებთან.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
« უკან |