info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

9 სექტემბერი 2014 წელი

    სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ შიდა გამოცდებზე მონაწილეობისათვის   მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა იწარმოებს 2014 წლის 02  სექტემბრიდან  2014 წლის 15  სექტემბრის ჩათვლით.

  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ შიდა გამოცდებზე რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატებმა აკადემიის კანცელარიაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

      ა) განცხადება სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ;

      ბ) საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (მიმდინარე წლის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ ცნობას შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შესახებ ნიშნების ფურცელთან ერთად);

      გ) პირადობის მოწმობის ასლი;

      დ) სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი– მისივე დედნის წარდგენით;

      ე) ჯანმრთელობის ცნობა;

      ვ) ფერადი  ფოტოსურათი - 6 ცალი 3X4.

     დარეგისტრირებულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ მისაღები გამოცდები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში  - რუსთაველის  გ. №53.   გამოცდები ჩატარდება  ფაკულტეტების მიხედვით შემდეგ სპეციალობებში:

 ა) საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტი:

ა.ა) ელექტროტექნიკა - 17 სექტემბერს, 12:00 საათზე. აუდიტორია №313;

ა.ბ) ტექნიკური მექანიკა - 17 სექტემბერს, 12:00 საათზე. აუდიტორია №313;

ა.გ)  საზღვაო ნავიგაციის საფუძვლები - 17 სექტემბერს, 12:00 საათზე. აუდიტორია №313;

ა.დ) უცხო ენა (ინგლისური) - 19 სექტემბერს, 12:00 საათზე. აუდიტორია №313;

ბ) ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი:

ბ.ა) ეკონომიქსი - 17 სექტემბერს, 12:00 საათზე. აუდიტორია №101;

ბ.ბ) უცხო ენა (ინგლისური) - 19 სექტემბერს, 12:00 საათზე. აუდიტორია №101;


« უკან