info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია აცხადებს ღია კონკურსს მასწავლებლების შესარჩევად

22 ივლისი 2014 წელი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (შემდგომში აკადემია) აცხადებს ღია კონკურსს 2014-2015 სასწავლო წლისთვის მასწავლებლების შესარჩევად (რუსთაველის ქ. №53. ოთახი № 1305. ტელ:27 48 51), შემდეგ დისციპლინებში:

 

            ა) საზღვაო საიჟინრო ფაკულტეტი:

 

            საბაზო ინგლისური ენა;

            სპეციალური ინგლისური ენა;

            საბაზო გერმანული ენა;

            სპეციალური გერმანული ენა;

            საბაზო რუსული ენა;

            სპეციალური რუსული ენა;

             მათემატიკა - უმაღლესი მათემატიკა;

             საოფისე კომპიუტერული  პროგრამები;

             მართვის საინფორმაციო საშუალებები;

             კალკულუსი;

            ზოგადი ფიზიკა;

ჰუმანიტარული ბლოკი:

            მსოფლიო ისტორია და კულტურათა ურთიერთობები;

            ნაოსნობის ისტორია;

             დემოკრატია და მოქალაქეობა;

            პროფესიული ფსიქოლოგია;

            ეთიკა და ლიდეროის უნარჩვევები;           

საზღვაო საქმე;

გემის ტიპები კონსტრუქციები და ტექნიკური აღჭურვილობა;

ასტრონავიგაცია;

საზღვაო ნავიგაცია და ლოცია;

საზღვაო უსაფრთხოების წესები;

საზღვაო კომუნიკაციები და რადიონავიგაციური სისტემები;

გემის მართვა და მანევრირება;

საზღვაო ლოცია და მეტეოროლოგია;

საერთაშორისო საზღვაო სამართალი;

ნავიგაციური ხელსაწყოები;

რადიონავიგაციური სისტემები;

გემის ძალური და ელექტრო სისტემები;

გემის სატვირთო ოპერაციების დაგეგმვა;

ტვირთის გადაზიდვის ტექნოლოგია;

ზღვის გარემოს დაბინ. პრევენცია და დაბინძურებასთან ბრძოლის მეთოდები;

საზღვაო ნავიგაცია განსაკუთრებულ შემთხვევებში;

სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა;

გემის მართვა განსაკუთრებულ სიტუაციებში;

გემის მენეჯმენტი;

მორიგე ოფიცრის კომპეტენციის საფუძვლები;

 

 

ბ) ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი:

 

მსოფლიოს ეკონომიკური გეოგრაფია;

კრუიზის  გეოგრაფია;

საზღვაო  რეგიონთმცოდნეობა;

ეკონომიკსი;

ტურიზმის საფუძვლები; 

დემოკრატია და მოქალაქეობა; 

ტრანსპორტის ეკონომიკა;

მსოფლიოს ეკონომიკური გეოგრაფია; 

რისკების მართვა და დაზღვევა;

სამეწარმეო სამართალი;

სატრანსპორტო სამართალტურიზმის ეკონომიკა ;

კრუიზის ეკონომიკა; 

სტატისტიკა; 

პროფესიული ფსიქოლგია და სოციოლოგია; 

ფილოსოფია ;

პოლიტოლოგია  ;

გემთმშენებლობის ისტორია;

კულტუროლოგია ;

მენეჯმენტის საფუძვლები;

ლოჯისტიკა;

საზღვაო გადაზიდვები;

ლოჯისტიკური სისტემების მართვა;

ბიზნესის პროექტირება;

კომერციული  მუშაობა  ტრანსპორტზე,  ფრახტი;

საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციები და მულტიმოდალური გადაზიდვები. 

 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემა, არ იძლევა გარანტიას კონკურსში მონაწილე ყველა გამაჯვებულის დასაქმებაზე. შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკადემიაში არსებული აკადემიური პერსონალი არ იქნება საკმარისი აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული საათების ასათვისებლად.

 

I.    განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარდების ვადები

1. 6.     კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2014 წლის 23 ივლისიდან 28 ივლისის  ჩათვლით ყოველდღე (უქმე დღეების გარდა) 10:00-დან 16:00 საათამდე აკადემიის პირველ სართულზე, კანცელარიაში.

2. საკონკურსო განაცხადებების განხილვა იწარმოებს 29 ივლისიდან 1 აგვისტომდე.

3. საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2014 წლის 8 აგვისტოსა აკადემიის საინფორმაციო დაფასა და აკადემიის ვებ-გვერდზე: www.bsma.edu.ge.

5. კონკურსის შედეგად შედგება მასწავლებელთა რეესტრი, რომლებთანაც სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 (ერთი) კვირით ადრე გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება;

6. გამოცხადებულ საკონკურსო პოზიციებზე ჩასატარებელი საათების სავარაუდო რაოდენობა მითითებულია დანართებში N1 და N2.

7. მოწვეულ მასწავლებელთა შერჩევის წესი იხილეთ დანართი N3.

 

 

 

 

II. საკონკურსო პირობები

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები  აკადემიის კანცელარიაში:

ა) განცხადება საზღვაო აკადემიის რექტორის სახელზე;

ბ) მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის განათლების დამადასტურებელი საბუთის დამოწმებული ქსეროასლი;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) ორი, 3X4 ფორმატის ფოტოსურათი;

ე) CV;

ვ) საკუთარი კომპეტენციის დამადასტურებელი დამატებითი საბუთების (სერტიფიკატების, გამოქვეყნებული კვლევითი და სასწავლო-მეთოდური ხასიათის შრომების, სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ანალოგიური სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების და სხვა) დამოწმებული ქსეროასლები, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნება მისი დაშვება გამოცხადებულ სასწავლო კურსის სწავლებაზე;

ზ) მეზღვაურთათვის - მართვის/ექსპლუატაციის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (კომპეტენციის სერტიფიკატი), ზღვაოსნობის სტაჟით არანაკლებ 3 წლისა.

თ) დახასიათება ბოლო სამუშაო ადგილიდან;

ი) სილაბუსი გამოცხადებულ სასწავლო კურსში ( საჭიროების შემთხვევაში)

2. კონკურსის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს სასწავლო კურსის სწავლების უკეთესი გამოცდილება და სწავლების პროცესში უკეთესად იყენებს დარგის/სფეროს უახლეს ინფორმაციას.

3. საჭიროების შემთხვევაში, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კანდიდატებისთვის დანიშნოს დამატებითი ტური (გასაუბრება, ტესტირება, საჩვენებელი პრაქტიკული/ლექცია და სხვა).

4. ერთი და იგივე პოზიციაზე რამოდენიმე მასწავლებლის კანდიდატურის არსებობის შემთხვევაში კომისია ადგენს მოსაწვევი მასწავლებლების რეიტინგს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ან/და გასაუბრების საფუძველზე, რომელიც გათვალისწინებული იქნება მასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დროს.

5. კანდიდატებს უფლება აქვთ განაცხადში მიუთითონ რამოდენიმე საკონკურსო თანამდებობა.

 

 

             

III. კონკურსში მონაწილეთა შეზღუდვა

 

1. კონკურსში არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავების უფლება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.

2. საკონკურსო კომისია უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის საკითხს.

 

IV. კონკურსის ჩატარების წესი

1. კონკურსი ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, აკადემიის წესდებისა და „მოწვეულ მასწავლებელთა შერჩევის წესის“ შესაბამისად.

2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი,  სასწავლო-მეთოდური და პედაგოგიური საქმიანობა; სხვა აქტიურობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტის მიერ ჩატარებული ლექციის ან/და საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.

3. კონკურსის  შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.

 


« უკან