info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელ და სერტიფიცირების ცენტრში პირველი დინამიური პოზიციონირების გაცნობითი კურსი ჩატარდა

18 დეკემბერი 2015 წელი

შეგახსენებთ, რომ ა/წ 16-17 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო, საწრთვნელ და 
სერტიფიცირების ცენტრში ჩატარდა დინამიური პოზიციონირების კურსების აკრედიტაცია "Nautical Institute"-ის ექსპერტ-აუდიტორების მიერ. შედეგად, სასწავლო ცენტრს უფლება მიეცა ჩაეტარებინა დინამიური პოზიციონირების (DP) გაცნობითი და გაფართოებული კურსები.
დინამიური პოზიციონირების გაცნობითი და გაფართოებული კურსი ოთხმა მოქმედმა მეზღვაურმა გაირა. მათ საშუალება ექნებათ დასაქმდნენ ოფშორულ ინდუსტრიაში, მაღალანაზღაურებად პოზიციებზე.
აღსანიშნავია, რომ დინამიური პოზიციონირების გაცნობითი და გაფართოებული კურსები მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელ და სერტიფიცირების ცენტრში ყოველთვიურად ჩატარდება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელ და სერტიფიცირების ცენტრის უფროსს გიორგი ჩხარტიშვილს.
TEL: 557 32 46 54


« უკან