info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს ლექცია ჩაუტარა

5 დეკემბერი 2015 წელი

ბათუმში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი სამინისტროს სსიპ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას“ ეწვია. მინისტრმა აკადემიის სტუდენტებს ლექცია ჩაუტარა და მათ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე, ტურიზმის სფეროს განვითარების ხელშეწყობასა და საზღვაო სფეროში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე ესაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე დაათვალიერა საზღვაო აკადემიის ბაზაზე არსებული მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრი და თანამედროვე მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, რომელიც მეზღვაურებს საშუალებას აძლევს მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები.

„დღეს საზღვაო აკადემიაში ჩავატარე ლექცია საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და რეფორმების შესახებ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაწესებულება იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანამ, რომელსაც აქვს უდიდესი საზღვაო ტრადიციები, კიდევ უფრო მეტი ადგილი დავიმკვიდროთ ამ გარემოში. მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მცირე გათვლებით, დღეს მეზღვაურებს  მხოლოდ ხელფასის სახით ქვეყანაში შემოაქვთ 180 მილიონი ლარი. ეს არის მინიმალური გათვლები. მე დაშვევებს გეტყვით: 9 000 მეზღვაურია რეგისტრირებული დღეს და რომ დავუშვათ, რომ მათგან 4 000 მუდმივად არის დასაქმებული და მინიმალური ხელფასი აქვთ 1500 დოლარი (ეს მინიმალური გათვლით, რადგან გაცილებით მაღალი ხელფასები აქვთ), ეს არის 180 მილიონის შემოსავალი ჩვენს ქვეყანაში“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა

ბათუმის საზღვაო აკადემიისთვის მუდმივი თანადგომისა და დახმარებისთვის მინისტრმა აჭარის მთავრობას მადლობა გადაუხადა. „აკადემია  არის ეკონომიკის სამინისტროს შემადგენელი ნაწილი, ჩვენ აკადემიას კიდევ უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ, რადგან ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც აქ, აჭარაში ქმნის ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს და შემოაქვს დოვლათი“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საქართველოში და სრულიად ამიერკავკასიაში უმნიშვნელოვანესი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც ახალგაზრდები გადიან კვალიფიციურ, საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მომზადებას, რომელიც აუცილებელია მათი შემდგომი დასაქმებისათვის საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში. აკადემიაში ამჟამად 1877 სტუდენტია, რომელიც აერთიანებს პროფესიული სასწავლებლის, სრული ბაკალავრიატისა და მაგისტრანტ სტუდენტებს, რომელთა შორის 11 უცხოელია.

აკადემიის რექტორის, ირაკლი შარაბიძის ინფორმაციით, ბათუმის აკადემიის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა დაიკავონ სამეთაურო თანამდებობები საზღვაო სავაჭრო გემების ეკიპაჟებში, საზღვაო კრუინგულ კომპანიებში და სხვა სახელმწიფო თუ კერძო სამსახურებში, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებასთან, კონტროლთან და მართვასთან. მისივე თქმით, აკადემია ხელს უწყობს საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში განლაგებული სხვადასხვა საზღვაო დაწესებულების განვითარებას, რადგან ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურებთან და სუფსის ტერმინალთან ახლომდებარეობა კარგ პირობებს უქმნის აკადემიის სტუდენტებს მიიღონ სრულფასოვანი სასწავლო პრაქტიკა ხსენებული ნავსადგურების ბაზაზე და უზრუნველყოს ისინი კვალიფიცირებული კადრებით


« უკან