info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

6 ნოემბერი 2015 წელი

დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, წარმოდგენილი რექტორის ირაკლი შარაბიძის სახით და მეორე მხრივ, „ბათუმის სპორტულ ახალგაზრული ცენტრი“ წარმოდგენილი დირექტორის ირაკლი ბერიძის სახით, სამომავლო ურთიერთობის გაღრმავების და განვითარების მიზნით, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით სპორტისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის თანხმდებიან ურთიერთთანამშრომლობაზე, სპორტისა და კულტურის სფეროში.

1. მემორანდუმის მიზანია:
ა) მხარეთა შორის თანამშრომლობა ქართული სპორტისა და კულტურის განვითარების საკითხებში.
ბ) მხარეთა მიერ ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება თანასწორობისა და საერთო სარგებლის საფუძველზე;
გ) საქალაქო, საერთაშორისო და ეროვნულ შეჯიბრებებში აკადემიის სტუდენტთა შეუფერხებლად მონაწილეობასა და ფიზიკურად ძლიერი ჯანსაღი თაობის აღზრდის ხელშეწყობა.


« უკან