info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განხილვა

4 ნოემბერი 2015 წელი

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში შედგა ახალი საგანმანათლებლო პროგრამების საჯარო განხილვა.
განხილული იქნა ოთხი საგანმანათლებლო პროგრამა:
1. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - „ეკონომიკა - ტრანსპორტის ეკონომიკა“;
2. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - „საფინანსო საქმე და დაზღვევა ტრანსპორტზე“;
3.სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - „ტურიზმის მენეჯმენტი“; 
4. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - „ბიზნესის ადმინისტრირება“.
განხილვაში მონაწილეობას ღებულობდნენ საზღვაო აკადემიისა და სხვა უნივერსიტეტების პროფესორ მასწავლებლები, დარგის სპეციალისტები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
დისკუსიამ, რომელიც თბილ და საქმიან ვითარებაში მიმდინარეობდა გამოავლინა აღნიშნული პროგრამების ძლიერი და სუსტი მხარეები, დაიგეგმა ხარვეზების აღმოფხვრის ღონისძიებები. 
მომდევნო განხილვა დაგეგმილია მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ მომავალი სასწავლო წლისათვის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში იგეგმება ახალი საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედება, მათ შორის ერთობლივი და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები.


« უკან