info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მრგვალი მაგიდა თემაზე: „ტურიზმის სამართლებრივი რეგულირება“

30 ოქტომბერი 2015 წელი

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში შედგა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ტურიზმის სამართლებრივი რეგულირება“, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები და „ტურიზმი - საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი“ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.
 „ტურიზმის სამართლებრივი რეგულირების შესახებ“ მოხსენებები გააკეთეს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ქალბატონმა სოფო ლაზიშვილმა, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ქალბატონმა თინათინ ზოიძემ და საზღვაო აკადემიის ასოცირებულმა პროფესორმა იაგო წულაძემ.
შეხვედის ფარგლებში განხილული იქნა ბსსა-ში ტემპუსის პროექტის „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისათვის" (Projekt 543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES „Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black Sea region") ფარგლებში შექმნილი „საკრუიზო ტურიზმში კომპეტენციათა რეგიონული ცენტრისა“ და ტურიზმის დეპარტამენტის შემდგომი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები.
ბსსა-ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რომან მამულაძემ ისაუბრა „ტურიზმის მენეჯმენტში“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, ასევე კომპეტენციათა ცენტრში ტურიზმის სფეროს მუშაკების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე.
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს. შეხვედის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები გაიმართება რეგულარულად.


« უკან