23-24 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენციას ::საზღვაო ინდუსტრიის ინოვაციური გამოწვევბი“ მასპინძლობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.
კონფერენციის მიმართულებები:
1. საზღვაო რესურსების და პოტენციალის ათვისების ხელშწყობის ძირითადი მიმართულებები და საშუალებები;
2. საზღვაო განათლებისა და სასერთიფიკატო მომზადების თანამედროვე გამოწვევები;
3. ინოვაციები საზღვაო ტექნოლოგიებში (ახალი მანქანა-დანადგარები, მართვისა და კონტროლის სისტემები, საინფორმაციო ტექნოლოგიები);
4. ნავსადგურებისა და ტერმინალების ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები საზღვაო სექტორში;
5. IMO-ს კონვენციათა იმპლემენტაციის ასპექტები;
6. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონული ასპექტები: პრობლემები და პერსპექტივები.
ორი დღის განმავლობაში საზღვაო დარგის განვითარების პერსპექტივებზე ქარველი და უცხოელი მკვლევარები მოხსენებს წაიკითხავენ. კონფერესნციის განმვალობაში ექვსი სესია იმუშავებს, რომლის მონაწილეებიც ქართველ პროფესორებთან ერთად ამერიკის შეერტებული შტატების, ესტონეთის, უკრაინისა და თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორ-მასწავლებლები არიან. კონფერენციას აჭარის განათლების სამინისტრო, უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 20 ათასი ლარით აფინანსებს.
« უკან |