ა/წ 19-21 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრის უფროსმა გიორგი ჩხარტიშვილმა და საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი დოლიძემ მონაწილეობა მიიღეს IASST (http://www.iasst.com/) კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ირლანდიაში.
21 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ, IASST ასოციაციის წევრებმა ფარული კენჭისყრის შედეგად ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას მიენიჭოს IASST ასოციაციის "Full Member"- სრულუფლებიანი წევრობის სტატუსი.
20 ოქტომბერს მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრის უფროსი გიორგი ჩხარტიშვილი, საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი ირაკლი დოლიძე და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ ირლანდიის ეროვნულ საზღვაო კოლეჯს, სადაც ოფიციალური შეხვედრა გაიმართა კოლეჯის ხელმძღვანელთან - კონორ მოულდსთან.
სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივების გაღრმავების მიზნით მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო კოორპორაციაზე, ერთობლივი პროექტებისა და მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებაზე.
« უკან |