info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაცია კორეის საზღვაო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

20 ოქტომბერი 2015 წელი

ა/წ 16 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამნისტროში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაცია კორეის საზღვაო და თევზჭერის ტექნოლოგიათა ინსტიტუტის დირექტორს ბრაიან ჯანგს, ბუსანის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენელს კი-ჯეონჯს და კორეის საზღვაო ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის პროფესორს ან-პარკს შეხვდა.

სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივების გაღრმავების მიზნით მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო კოორპორაციაზე, ერთობლივი პროექტებისა და მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებაზე, რაც გულისხმობს მეზღვაურთა საზღვაო პრაქტიკას, პროფესორ-მასწავლებლების ტრენინგებს, გაცვლითი, კვლევისა და სამეცნიერო პროგრამების უზრუნველყოფას. 

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის თებერვალში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაცია გეგმავს მომდევნო შეხვედრას კორეაში, საზღვაო სფეროს წარმომადგენლებთან სტუდენტების საზღვაო პრაქტიკის უზრუნველსაყოფად.


« უკან