info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

IAMU/AGA/2015

16 ოქტომბერი 2015 წელი

მოგახსენებთ, რომ ა/წ 7-10 ოქტომბერს, ხორვატიაში, კერძოდ კი ოპატიაში გაიმართა "IAMU"-ს (საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციცია) ყოველწლიური მე-16 გენერალური ასამბლეა, სადაც საქათველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაციასთან ერთად (რექტორი: ირაკლი შარაბიძე; რექტორის მოადგილეები: ირაკლი კაცაძე და აბდულ კახიძე) ოთხი სტუდენტი ესწრებოდა. 

ყოველწლიური გენერალური ასამბლეა (AGA) აერთიანებს კონფერენციაში მონაწილე საზღვაო უნივერსიტეტების ექსპერტებსა და მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს, რათა განიხილონ მიღწეული პროგრესი დ დასახონ სამომავლო ტენდენციები საზღვაო განათლების, მეზღვაურთა გადამზადებისა თუ კვლევით სფეროში.

 სტუდენტურ კონფერენციაში, რომელიც "IAMU" კონფერენციის ერთ-ერთი ნაწილიაა, საზღვაო აკადემიის ოთხმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. სტუდენტების პროექტებმა საზღვაო სფეროს წარმომადგენლების დიდი მოწონება დაიმსახურა. მათთვის ეს იყო უნიკლური შესაძლებლობა მიეღოთ და გაეზიარებინათ უფრო მეტი იდეები და გამოცდილება საზღვაო სფეროში.

✔ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სტუდენტებს აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში წარმატებული მუშაობისთვის!
ეს სტუდენტები გახლავთ:
✔ ენრი დოლიძე;
✔ ბექა დემურაძე;
✔ ილია ზაქარაძე;
✔ ვალერი ბალაძე


« უკან