info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

ესტონეთის საზღვაო სკოლის დირექტორი სტუმრად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში

9 ოქტომბერი 2015 წელი
„ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების მხარდასაჭერად პროექტის“ ფარგლებში, დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სტუმრად ტალინის საზღვაო სკოლის დირექტორი ტარმო სოოტი ეწვია.
ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით დაისახა სამომავლო  ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრსა და ტალინის საზღვაო სკოლას შორის, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების ეფექტურ განხორციელებას.

« უკან