ა/წ 5 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა დისკუსია თემაზე: „საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“.
დისკუსია ჩატარდა ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" და ფონდი "განათლების საერთაშორისო ცენტრის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში,” საჯარო დებატები საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე".
სტუდენტთა და მეცნიერ-მკველვართა მობილობის სულ უფრო გახშირებული შემთხვევები, ასევე ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის საგანმანთლებლო და სამეცნიერო პარტნიორობის გაზრდილი რაოდენობა და განსხვავებული ფორმატები ცხადად მიუთითებს, რომ საქართველოს უმაღლეს განათლებაშიც აქტუალურია ინტერნაციონალიზაციის საკითხი. აქედან გამომდინარე,პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების სფეროში ინტერნაციონალიზაციის საკითხებით, უმაღლესი განათლების გლობალიზაციის მიერ შექმნილი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით აკადემიური საზოგადოების ფართო წრეების დაინტერესებასა და ამ კუთხით საჯარო და საუნივერსიტეტო პოლიტიკის განვითარებას.
აღნიშნული დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ:
ლევან ჯაყელი - სსიპ-ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი
ირმა წერეთელი - მიგრაციისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრის უფროსი კონსულტანტი მიგრაციისა და დიასპორის საკითხებში
ირინა დარჩია - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი.
« უკან |