ა/წ 16-17 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო, საწრთვნელი და
სერტიფიცირების ცენტრში ჩატარდა დინამიური პოზიციონირების კურსების აკრედიტაცია "Nautical Institute"-ის ექსპერტ-აუდიტორების მიერ (Peter Corbett, Ryden Boanders).
ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ადმინისტრაციული და ოპერაციული დოკუმენტაციის წარმოება და ტრეინინგის პროცესის მიმდინარეობა.
მათი დასკვნის შედეგად ჩვენ შევძელით და წარმატებით გავიარეთ Nautical Institute-is აუდიტი. დღეიდან, პირველად საქართველოში, ჩვენ ვართ იმ 83 DP ცეტრის შორის ვისაც უფლება აქვს ჩაატაროს DP Basic და DP Advanced კურსები.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისთვის და სრულიად საქართველოსთვის ეს ფრიად მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ამისათვის დიდ მადლობას ვუხდით იმ ჯგუფს, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო ამ პროექტში, მადლობას ვუხდით სრულიად საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.
სიხარულით გაცნობებთ, რომ ყველას, ვინც დაინტერესებულია ამ კურსის გავლით, უკვე შეგიძლიათ მობრძანდეთ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო და სერტიფიცირების ცენტრში და ჩაეწეროთ კურსებზე.
« უკან |