info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

სამუშაო შეხვედრა საფრანგეთში „External QA mechanisms and tools for TNE”

28 სექტემბერი 2015 წელი

ტემპუსის საგრანტო პროექტის ფარგლებში 2015 წლის 21,22 სექტემბერს  გაიმართა  სამუშაო შეხვედრა   „External QA mechanisms and tools for TNE” („ტრანსნაციონალური განათლების აღიარების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმები და ინდიკატორები“) ფარგლებში პარიზში იუნესკოს განათლების დაგეგმარების საერთაშორისო ინსტიტუტში (UNESCO-IIEP). შეხვედრაზე  მიწვეულნი იყვნენ  საზღვაო აკადემიის    წარმომადგენელები  - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლევან ჯაყელი, ISO სტანდარტის უხრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ყურშუბაძე და პროფესიული მომზადების ცენტრის უფროსის მოადგილე ირინა ინწკირველი.

     სამუშაო შეხვედრის დროს ჩამოყალიბდა ინდიკატორები და მაჩვენებლები  ერთობლივი პროგრამების პილოტური აკრედიტაციისთვის. განიხილული და ჩამოყალიბებული იქნა  პროგრამული აკრედიტაციის ძირითადი ინსტიტუციური ასპექტები: პროგრამული, ფაკულტეტური, შიდა და გარე ხარისხის უზრუნველყოფის, რეკომენდირებული ნორმების, ნაციონალური და საერთაშორისო კავშირების,  საერთაშორისო პრაქტიკებთან და კონცეფციებთან შესაბამისობის, ინფორმირებულობის, ხელმძღვანელობისა და პროგრმების ფინანსური მენეჯმენტის.


« უკან