ძვირფასო სტუდენტებო, კურსდამთავრებულებო და პროფესორ-მასწავლებლებო. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ქმნის პერიოდულ ჟურნალს, რომელშიც თითოეულ თქვენგანს ექნება საშუალება გამოაქვეყნოს სტატია საზღვაო თემატიკაზე. სტატიების შეგროვება დაწყებულია პირველი ნომრისათვის. გთხოვთ გამოიჩინოთ ყურადღება, გამოიყენოთ შანსი და დაწეროთ სტატია, რომელიც საინტერესო იქნება საზღვაო სფეროთი დაინტერესებული მკითხველისათვის.
თემატიკა:
ü სამეცნიერო თემატიკა
ü საზღვაო სიახლეები
ü აკადემიის მნიშვნელოვანი ღონისძიებები
ü სწავლების მეთოდები და სპეციფიკა
ü საზღვაო სფეროს განვითარების გზები
ü მეზღვაურის პროფესია
ü გზა მეზღვაურობიდან ლექტორობამდე
ü სტუდენტის თვალით დანახული აკადემია
ü წარმატებული სტუდენტები
ü სტუდენტთა ცხოვრება აკადემიის მიღმა
ზემოთ ჩამოთვლილია სავარაუდო თემატიკა, თუმცა შეზღუდულები არ ხართ. მისაღები და საინტერესო იქნება ყველა იმ საკითხზე დაწერილი სტატია, რომელიც საზღვაო აკადემიისა და საზღვაო სფეროს გარშემოა.
სტატიები შეგიძლიათ წარმოადგინოთ დაბეჭდილი სახით საზღვაო აკადემიის რექტორის აპარატის კაბინეტში ყოველ სამუშაო დღეს დილის 10 სთ-დან 17 სთ-მდე ან გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე m.papunashvili@bsma.edu.ge
« უკან |