ა/წ 23-24 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადგომით ტარდება საერთაშორისო კონფერეცია თემაზე: "საზღვაო ინდუსტრიის ინოვაციური გამოწვევები".
კონფერენციის სექციები:
1. საზღვაო რესურსების და პოტენციალის ათვისების ხელშწყობის ძირითადი მიმართულებები და საშუალებები;
2. საზღვაო განათლებისა და საკვალიფიკაციო მომზადების თანამედროვე გამოწვევები;
3. ინოვაციები საზღვაო ტექნოლოგიებში (ახალი მანქანა-დანადგარები, მართვისა და კონტროლის სისტემები, საინფორმაციო ტექნოლოგიები);
4. ნავსადგურებისა და ტერმინალების ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები საზღვაო სექტორში;
5. IMO-ს კონვენციათა იმპლემენტაციის ასპექტები;
6. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონული ასპექტები: პრობლემები და პერსპექტივები.
კონფერენციის სამუშაო ენები: ინგლისური, რუსული, ქართული
კონფერენციის მუშაობის შედეგის მიხედვით გამოიცემა კრებული.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველო, ბათუმი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.
იხილეთ კონფერენციის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია.
« უკან |