2014 წლის 26 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფოს საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი რ. მამულაძე, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ა. მახაძე, „ნავსადგურის მენეჯმენტის“ საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი მ. ქავთარაძე და დეკანის თანაშემწე ნ. რევუცკა იმყოფებოდნენ საქმიან შეხვედრაზე ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, სადაც შედგა საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია.
შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა ბათუმის საზღვაო ნავსადგური ხელმძღვანელობის დაინტერესება ტემპუსის პროექტის „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისათვის" (Projekt 543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES „Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black Sea region") ფარგლებში ნავსადგურის პერსონალის გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით.
« უკან |