info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728  

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში 2015 -2016 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის გარე მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

25 აგვისტო 2015 წელი

      განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მობილობის შედეგების გამოცხადებისთანავე იმ სტუდენტებმა,  რომლებმაც მოიპოვეს მობილობის უფლება დაუყოვნებლივ   უნდა  გამოცხადნენ  აკადემიის კანცელარიაში   და განცხადებასთან ერთად უნდა  წარმოადგინონ  შემდეგი საბუთები:

·         პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

·         ატესტატის  /  დიპლომის  (მაგისტრანტის შემთხვევაში) ქსეროასლი;

·         უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ქსეროასლი, ფაკულტეტის  დეკანის ხელმოწერითა და  ბეჭდით დამოწმებული;

·         ცნობა  სტუდენტის სტატუსის შესახებ;

·         სტუდენტის წარმატების ბარათის ქსეროასლი, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (კრ/სთ) და მიღებული შეფასებები, ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული;

·         ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ჩარიცხვის სერტიფიკატის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)


« უკან