ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1. ლოჯისტიკა და ექსპედირება - 15 ადგილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.
2. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი - 15 ადგილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. მიღების წინაპირობა.
- აპლიკანტს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთიანი სამაგისტრო გამოცდა;
- მაგისტრატურაში სწავლის მსურველმა უნდა ჩააბაროს სასპეციალიზაციო გამოცდები ეკონომიკსში და უცხო ენაში (ინგლისური ენა).
მაგისტრატურაში ჩარიცხვის სურვილის მქონე პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. განცხადება ბსსა-ს რექტორის სახელზე;
2. ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი);
3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, (ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
4. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
5. ორი ფოტოსურათი 3X4, ელექტრონული ვერსია CD-ზე;
6. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ან სამხედრო ბილეთი ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საბუთების მიღება იწარმოებს მიმიდინარე წლის 2 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით;
სასპეციალიზაციო გამოცდები დანიშნულია:
• ეკონომიკსი - მიმდინარე წლის 17 სექტემბერი;
• ინგლისური ენა - მიმდიანრე წლის 18 სექტემბერი.
მაგისტრატურაში ჩარიცხვის შედეგები გამოქვეყნდება მ.წ. 23 სექტემბერს.
მაგისტრატურაში ჩარიცხულთა აკადემიური რეგისტრაცია იწარმობსა მ.წ. 24 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით;
მაგისტრატურაში სწავლა დაიწყება მ.წ. 28 სექტემბერს.
მაგისტრატურაში სწავლის მსურველთათვის ღია კარის დღეები გაიმართება 2 სექტემბერს, 12:00 საათზე.
მისამართი: ბათუმი, რუსთაველის ქ. #53, 101 აუდიტორია
იხილეთ ანკეტა-კითხვარი
« უკან |