ა/წ 7 აგვისტოს , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფოს საზღვაო აკადემიის რექტორი ბატონი ირაკლი შარაბიძე და აკადემიის ადმინისტრაციის წევრები იმყოფებოდნენ შეხვედრაზე, რომელზეც გაფორმდა მემორანდუმი დუბლინის საზღვაო პორტს, ქ. ბათუმის მერიასა და ბათუმის საზღვაო პორტს შორის. დოკუმენტი გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას ისეთ საკითხებში, როგორიც არის მართვა და სერვისები, საპორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერა. ირლანდიის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ დუბლინის საზღვაო პორტის აღმასრულებელი დირექტორი ეამონ ო’ რეილი, დუბლინის საზღვაო პორტის საერთაშორისო ურთიერთობათა უფროსი ჩარლი მერფი, საქართველოს დროებითი რწმუნებული ირლანდიის რესპუბლიკაში გიორგი ზურაბაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ეწვივნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფოს საზღვაო აკადემიას, გაეცნენ საზღვაო აკადემიის საქმიანობას,დაათვალიერეს მეზღვაურთა სასწავლო ცენტრი, და ისაუბრეს მათ შორის ურთიერთობების პერსპექტივებზე.
« უკან |