მიმდინარე წლის 16-17 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მიმდინარე მეორე რეგიონული სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა - მრგვალი მაგიდა თემაზე „ტურიზმის განვითარების ევროპული გამოცდილების გამოყენების პერსპექტივები აჭარაში“.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა (გერმანიიდან, რუმინეთიდან, სლოვაკიიდან, ბელორუსიდან), რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ტურიზმის სფეროში არსებული მიღწევები და მათი გამოცდილების გამმოყენების შესაძლებლობები საქართველოში.
საქარველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს „აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის“, „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“, „საბაჟო გამშვები პუნქტი - სარფის", „სოფლის მეურნეობის სამინისტროს“ და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა.
აჭარის მთავრობისა და ტურისტული ბაზრის წარმომადგენლებმა ევროპელ სტუმრებს გააცნეს დარგში მიღწეული შედეგები, აგრეთვე ისაუბრეს საკრუიზო და ტურიზმის სხვა სახეების ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებზე.
სტუმრების მხრიდან განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან არსებული „საკრუიზო ტურიზმის რეგიონული ცენტრის“ ბაზაზე ჩატარებულმა სტუდენტურმა კვლევებმა და ბიზნეს პროექტებმა.
« უკან |