info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კორეის საზღვაო ინსტიტუტის წარმომადგენელი

15 ივნისი 2015 წელი

დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა კორეის საზღვაო ინსტიტუტის, საზღვაო სამართლის განყოფილების უფროსი ბატონი იონგ-ან პარკი.
აღნიშნულ შეხვედრას საზღვაო აკადემიის იურიდიული განყოფილების უფროსი რუსუდან ყიფიანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თეონა ძნელაძე, რექტორის აპარატის ხელმძღვანელი მამუკა ბარამიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მეგი ფარტენაძე ესწრებოდნენ.

სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით დაისახა სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და კორეის საზღვაო ინსტიტუტს შორის.

დაიგეგმა ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და განხორციელება, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფა.

კორეის საზღვაო ინსტიტუტის წარმომადგენელი გაეცნო სტუდენტების ცხოვრებას, სასწავლებლების ძირითად და დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურებს, დაათვალიერა მოქმედი ლაბორატორიები, ვორკშოპები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.


« უკან