info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სტუდენტთა საყურადღებოდ! გამოცხადდა საზაფხულო სკოლის კონკურსი

11 მაისი 2015 წელი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტთან არსებული „საკრუიზო ტურიზმის კომპეტენციათა რეგიონული ცენტრის“ ორგანიზებით დაგეგმილი    

 საზაფხულო სკოლის  კონკურსის პირობები

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტთან არსებული „საკრუიზო ტურიზმის კომპეტენციათა რეგიონული ცენტრის“ ორგანიზებით დაგეგმილია სტუდენტთა საზაფხულო სკოლის განხორციელება „ბიზნეს სექტორის  კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიები“.

საზაფხულო სკოლა იმუშავებს 2015 წლის 13 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით.

საზაფხულო სკოლაში კონკურსის საფუძველზე მიიღებიან ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტები (თითოეული საგანმანათლებლო პროგრამიდან 5 სტუდენტი, სულ 15 სტუდენტი).

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

I. სტუდენტის მიერ მიღწეული აკადემიური შედეგების შეფასება;

II. გასაუბრება.

I. აკადემიური შედეგების შეფასება;

აკადემიური შედეგების შეფასება მოხდება ე. წ. „რეიტინგული შეფასების“  მეთოდით, კერძოდ შერჩეულია შეფასების კრიტერიუმები, განსაზღბრულია მათი წილობრივი მნიშვნელობები საბოლოო შეფასებაში, რომელთა შეჯამებითაც განისაზღვრება საბოლოო რეიტინგი.

შეფასების პროცესში გამოყენებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

1. პირველი 3 სემესტრის შეფასებების საშუალო ქულა;

2. მესამე სემეტრის შეფასებების საშუალო ქულა;

3. ინგლისურ ენაში სამი სემესტრის შეფასებების საშუალო ქულა ქულა

4. ინგლისურ ენაში ბოლო სემესტრი შეფასების ქულა;

5. დამატებითი უცხო ენის ფლობა;

6. სტუდენტურ ღონისძიებებში (კონფერენციები, კვლევები, სტუდენტური პროექტები და სხვა) მონაწილეობა.

 

აკადემიური შედეგების რეიტინგი გამოითვლება შემდეგნაირად

შფასების კრიტერიუმი

მიღებული შეფასება (ქულა)

კრიტერიუმის წილი საბოლოო შეფასებაში

რეიტინგი

1.                    

პირველი სამი სემესტრის შეფასებების საშუალო ქულა

90

20%

18

2.                    

მესამე სემეტრის შეფასებების საშუალო ქულა

95

20%

19

3.                    

ინგლისურ ენაში სამი სემესტრის შეფასებების საშუალო ქულა  

80

20%

16

4.                    

ინგლისურ ენაში ბოლო სემესტრის შეფასების ქულა

85

20%

17

5.                    

დამატებითი უცხო ენის ფლობა

ერთი დამატებითი უცხო ენის ფლობა 50 ქულა

10%

5

6.                    

სტუდენტურ ღონისძიებებში (კონფერენციები, კვლევები, სტუდენტური პროექტები და სხვა) მონაწილეობა

ერთ ღონისძიებაში მონაწილეობა - 50 ქულა

10%

5

სულ

 

100%

97

 

 

II ეტაპი - გასაუბრება

რეიტინგული შეფასების მიხედვით გამოვლენილ სტუდენტებთან მოხდება გასაუბრება საზაფხულო სკოლის ორგანიზატ6ორებთან. თუ რომელიმე კანდიდატი ვერ დააკმაყოფიულებს გასაუბრების პირობებს, მაშინ  აღნიშნული კონკურსანტს ჩაანაცვლებს კონკურსგარეთ დარჩენილი კონკურსანტებიდან, რეიტინგით ყველაზე მაღალი შედეგის მქონე კონკურსანტი.

შენიშვნა: ბათუმის საზაფხულო სკოლის 4  საუკეთესო სტუდენტი მონაწილეობას მიიღებენ 2015 წლის ოქტომბერში ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტში (უკრაინა) დაგეგმილ ერთკვირიან შეკრებაში, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების, აგრეთვე, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, გერმანიისა და სლოვაკეთის უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. 

იხილეთ ბმული

 

 

« უკან