info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ტემპუსის პროექტის საკოორდინაციო შეხვედრა ვარნის თავისუფალ უნივერსიტეტში (ბულგარეთი)

8 მაისი 2015 წელი

2015 წლის 18-25 აპრილს ვარნის თავისუფალ უნივერსიტეტში (ბულგარეთი) შედგა ტემპუსის   პროექტის - „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისათვის - CruiseT" “ მონაწილე უნივერსიტეტების სამუშაო ჯგუფების საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრაზე პარტნიორმა უნივერსიტეტებმა წარმოადგინეს 2014 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში; ევროპელმა პარტნიორებმა ჩაატარეს ოთხი თემატური ტრენინგი ოთხ სექციად; მიიღეს გარკვეული რეკომენდაციები.

აღნიშნულ პროექტში, გარდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა, მონაწილეობას ღებულობენ გერმანიის, იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უკრაინის თხუთმეტი უმაღლესი სასწავლებელი, ასევე საქართველოს 3 უმაღლესი სასწავლებელი (გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი,  ქუთაისის უნივერსიტეტი).

სამუშაო შეხვედრაზე დაიგეგმა პროექტის მონაწილეთა სამომავლო საქმიანობა. პროექტის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტთან არსებული „საკრუიზო ტურიზმის კომპეტენციათა რეგიონული ცენტრის“ ორგანიზებით დაგეგმილია სტუდენტთა საზაფხულო სკოლის განხორციელება „ბიზნეს სექტორის კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიები“.

საზაფხულო სკოლა იმუშავებს 2015 წლის 13 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით.

 საზაფხულო სკოლის 4 საუკეთესო სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს 2015 წლის ოქტომბერში ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტში (უკრაინა) დაგეგმილ ერთკვირიან შეკრებაში, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას  საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების, აგრეთვე, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, გერმანიის, იტალიისა და სლოვაკეთის უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. 

მიმდინარე საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრა გაშუქდა მასმედიის საშუალებით.

https://www.youtube.com/watch?v=sIqpxL68b3A

http://dariknews.bg/view_article.php?article_id=1421629

http://www.moreto.net/novini.php?n=286621

http://www.maritime.bg/2015/04/21/32501/

http://www.vfu.bg/novini/_553a378be7ace0


« უკან