info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იაკოვ ოგანეზოვის 100 წლის იუბილე

27 აპრილი 2015 წელი

დაიბადა 1915 წლის 5 მაისს ქ.თბილისში.1924 წლიდან ცხოვრობდა ქ. ბათუმში.1930-43წლებში მუშაობდა ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელად. მის სახელს უკავშირდება ახალგაზრდული ბანაკის დაფუძნება ბეშუმში,რომელსაც ხელმძღვანელობდა 10 წლის განმალობაში. 

 1943-48 წ.იკავებდა სხვადასხვა მაღალ პარტიულ თანამდებობებს. 1948-50წ მუშაობდა ბათუმის პროფ-ტექნიკუმის  დირექტორად.1950-58წლებში აგრეთვე მუშაობდა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის ხელმძღვანელად. 1958-62 დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილ-მრეწველობის  მინისტრად.  1962-76 წლებში მუშაობა განაგრძო ბათუმის საზღვაოსნო  სასწავლებლის ხელმძღვანელად, 1976 წელს იაკოვ ალექსანდრეს ძე ოგანეზოვი გავიდა პენსიაზე. მისი ხელმძრვანელობის პერიოდში ,ბათუმში აშენდა 2 საცხოვრებელი სახლი თანამშრომლებისა და მასწავლებლებისათვის ( კ.გამსახურდიას ქ.6 და გრიბოედოვის ქ.5 საერთო საცხოვრებელი კურსანტებისთვის. გემთმექანიკოსთა კორპუსი,კლუბი-სასადილო, ამჟამად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან არსებული საზღვაოსნო სასწავლო ცენტრი).იაკოვ ალექსანდრეს-ძე ოგანეზოვის მოღვაწეობის პერიოდში წარჩინებული კურსდამთავრებულები იყვნენ: ბიძინა ორაგველიძე-საზღვაოსნო  სასწავლებლის უფროსი და ასევე საზღვაოსნო  აკადემიის პირველი რექტორი, გოდერძი ახალაძე ბათუმის საზღვაოსნო  სასწავლებლის უფროსი.

გიორგი ჩხეიძე შორეული ნაოსნობის კაპიტანი და აგრეთვე საზღვაო სანაოსნოს უფროსი, რომან ახობაძე შორეული ნაოსნობის კაპიტანი და  ყოფილი  საზღვაო სანაოსნოს უფროსი.ბიჭიკო ვარშანიძე შორეული ნაოსნობის კაპიტანი და ყოფილი  საზღვაო სანაოსნოს უფროსი,დურსუნ ცინცაძე შორეული ნაოსნობის კაპიტანი ,ყოფილი საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის უფროსი.      ამჟამად იმყოფებიან შემდეგ თანამდებობებზე: თენგიზ გადილია - შორეული ნაოსნობის კაპიტანი(ბათუმის საზღვაო პორტის კაპიტანი), ვახტანგ თავბერიძე - შორეული ნაოსნობის კაპიტანი ( ფოთის პორტის კაპიტანი), ნიკოლოზ ოვჩარენკო - შორეული ნაოსნობის კაპიტანი  (ყულევის საზღვაო პორტის კაპიტანი).         ამჯამად   საქართველოს სახელმწიფო აკადემიაში მოღვაწეობენ და ასწავლიან :  სოლომონ ბალაძე-შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ზურაბ ლაბაძე-შორეული ნაოსნობის კაპიტანი,სერგო სურნამიძე შორეული ნაოსნობის კაპიტანი-ყოფილი  საქართველოს  საზღვაო სანაოსნოს თავჯდომარის პირველი მოადგილე,  თეიმურაზ  დოლიძე -შორეული ნაოსნობის კაპიტანი,ზაური ბარაბაძე შორეული ნაოსნობის კაპიტნი, ამირან ფუტკარაძე  კაპიტნის თანაშემწე.  გემთმექანიკოსები: რაული გეგენავა,ზური გაბუნია,დავით ცეცხლაძე,ვაჟა სიხარულიძე, მიხეილ ხატენისიანი,სერგო გურგენიძე.    ძველი თაობის მეზღვაურები და ბათუმელები სიამაყით იხსენებენ იაკოვ  ალექსანდრეს ძე ოგანეზოვს როგორც კარგ ორგანიზატორსა და დიპლომატს. საამაყო პატრიოტს,  ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის .


« უკან