მიმდინარე წლის 8-14 მარტს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკდემიის დელეგაცია - ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის რომან მამულაძის, ელექტრომიმართულების ინსტრუქტორების - დავით კუნჭულიას და ალედსანდრე კახაძის შემადგენლობით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ბულგარეთის ნ. ვაპტსაროვის საზღვაო სამხედრო აკადემიაში.
მივლინების მიზანს წარმოადგენდა ბულგარულ მხარესთან ერთობლივი სამაგსიტრო საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული საქმიანი შეხვედრები და ელექტრომიმართულების სფეროში ბულგარელი კოლეგების გამოცდილების შესწავლა-გაზიარება.
მივლინების პროცესში შესრულებული იქნა შემდეგი სამუშაოები:
1. შეიქმნება ერთობლი ქართულ-ბულგარული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „ლოჯისტიკა და ექსპედირება“, რომლის ფარგლებშიც ქართველ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ბულგარეთში;
2. მიღწეული იქნა შეთანხმება ერთობლივ სამაგისტრო პრაგრამაზე სწავლების ორგანიზაციის ზოგად პრინციპებზე, კერძოდ:
· ერთობლის სამაგისტრო პროგრამაზე მაგისტრანტებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მიიღებს ერთიანი სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე;
· პირველი კურსის ორივე სემესტრს მაგისტრანტები ისწავლიან ბათუმში, მესამე სემესტრს - ბულგარეთში, მეოთხე სემესტრს ბათუმში.
· სამაგისტრო ნაშრომების დაცვა მოხდება ბათუმში ან ბულგარეთში (შეთანხემბისამებრ);
· სტუდენტების დაფინანსება მოხდება „ერზმუს +“-ის ფარგლებში;
· სტუდენტები მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ბულგარეთის ნ. ვაპტსაროვის სამხედრო საზღვაო აკადემიის დიპლომებს;
3. ვარნის საზღვაო აკადემია ახორციელებს საბაკალავრო პროგრამას „საზღვაო ტრანსპორტის მენეჯმენტი“. განხილული იქნა აღნიშნული პროგრამის ჩარჩოებში სტუდენტების მობილობისა და გაცვლის შესაძლებლობები. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ბულგარული მხარე პირველ ეტაპზე, ყოველწლიურად მიიღებს ჩვენი საბაკალავრო პროგრამის „მენეჯმენტის“ 10 სტუდენტს, ხოლო მომავალში საზღვაო აკადემიაც მიიღებს ბულგარელ სტუდენტებს;
4. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ბულგარეთის ნ. ვაპტსაროვის საზღვაო სამხედრო აკადემიის „ერაზმუს+“-ის წარმომადგენლებთან. ისინი მიესალმებიან ჩვენს წინადადებას ამ პროგრამის ჩარჩოებში თანამშრომლობის თაობაზე;
5. საინჟინრო ფაკულტეტის დეკანთან განხილული იქნა „ბროკერების“ ერთობლი სამაგისტრო პროგრამის განხორციელების შესაძლებლობებზე. ბულგარული მხარე მზადაა ითანამშრომლოს ჩვენთან მსგავსი პროგრამის შექმნის თაობაზე;
6. საზღვაი-საინჟინრო ფაკულტეტის ელექტრომიმართულების ინსტრუქტორები დავით კუნჭულია და ალექსანდრე კახიძე ვიზიტის ფარგლებში გაეცნენ ნ. ვაპტსაროვის საზღვაო სამხედრო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ელექტრომიმართულების ლაბორატორიებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის თავისებურებებს და ტექნიკურ დეტალებს.
« უკან |