დღეს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას რიზეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობა ეწვია. შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის რექტორთან ბატონ ჰუსეინ კარამანთან, სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. სწორედ ამ მიზნით, ხელი მოეწერა სასწავლებლებს შორის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლით პროგრამებს და ერთობლივი პროგრამების შემუშავებას.
მემორანდუმის საფუძველზე, დაისახა სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და რიზეს უნივერსიტეტს შორის.
აღნიშნულ შეხვედრას თურქეთის გენერალური კონსული, იასინ თემიზქანი ესწრებოდა.
დელეგაციის წევრები გაეცნენ საზღვაო აკადემიის სტუდენტების ცხოვრებას, სასწავლებლების ძირითად და დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურებს, დაათვალიერეს მოქმედი ლაბორატორიები, მათი ტექნიკური აღჭურვილობა.
« უკან |