დღეს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საზოგადოებრივ კოლეჯ - „ახალ ტალღას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ და მეორე მხრივ, საზოგადოებრივი კოლეჯ - „ახალი ტალღის“ დირექტორმა, დავით მჭედლიშვილმა მოაწერეს.
საქართველოში დღითი დღე მოთხოვნადი ხდება მეზღვაურის პროფესია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური პროფესიები, როგორიც არის კაპიტანი, უფროსი თანაშემწე, უფროსი მექანიკოსი და სხვა. მეზღვაური შეიძლება იყოს მზარეული, ბარმენი ან მიმტანი. აქედან გამომდინარე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ გადაწყვიტა შეიმუშაოს ახალი პროექტი, რომელიც მისცემს საშუალებას მზარეულებს, ბარმენებსა და მიმტანებს გაიარონ საზღვაო კურსები და დასაქმდნენ სხვადასხვა საკრუიზო გემებზე. გარდა ამისა მზარეულებს ექნებათ საშუალება დასაქმდნენ სატვირთო გემებზე, ტანკერებზე, ბალკერებზე და ასე შემდეგ.
ამის საფუძველზე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განხორციელება; პერსონალის ურთიერთგაცვლითი პროგრამების შემუშავება; ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფა; საბიბლიოთეკო ფონდების ურთიერთსარგებლობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
« უკან |