info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაციის ვიზიტი თურქეთში - ორდუს უნივერსიტეტში

8 დეკემბერი 2014 წელი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაცია რექტორის ხელმძღვანელობით იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ორდუს უნივერსიტეტში. დღეს, დელეგაცია შეხვდა საზღვაო ფაკულტეტის დეკანს ისმეთ ბალიკს და ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს. გაეცნო სასწავლო პროცესს და ტექნიკურ-მატერიალურ ბაზას.

აგრეთვე, შედგა შეხვედრა ორდუს უნივერსიტეტის რექტორატთან და ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რაც გულისხმობს:

1.      ერთობლივი პროგრამების შემუშავებას, სტუდენტური და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართულობას და სხვა სახის თანამშრომლობას.

2.      მერვანას სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებას, რაც მიზნად ისახავს ზემო აღნიშნულ პროგრამაში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართვას.

აგრეთვე განხილულ იქნა ერთობლივი მონაწილეობა “ERASMUS+”-ის პროგრამაში.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მომდევნო ორი დღის განმავლობაში გააფორმებს ურთიერთგაგების მემორანდუმს ტრაბზონის შავი ზღვის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რიზეს უნივერსიტეტებთან,


« უკან