info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

ღია ლექცია ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში

23 ოქტომბერი 2014 წელი

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის „მენეჯმენტი - საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკის“,  „მენეჯმენტი - ნავსადგურის მენეჯმენტის" სტუდენტები იმყოფებოდნენ ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში (BICT - Batumi International Container Terminal LLC), სადაც მათ ჩაუტარდათ ღია ლექცია თემაზე: „საერთაშორისო საკონტეინერო გადაზიდვების სამართლებრივი რეგულირება“ .

ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის ოპერაციების მთავარმა მენეჯერმა გიორგი წულაძემ, საზღვაო აკადემიის ასოცირებულმა პროფესორმა იაგო წულაძემ, „სატრანსპორტო სამართლის“ ლექტორმა ნინო ღოღობერიძემ სტუდენტებს გააცნეს საკონტეინერო ტერმინალის მუშაობის თავისებურებანი, საკონტეინერო გადაზიდვების სამართლებრივი რეგულირებისა და განბაჟების პროცედურები.

ღია ლექციის ჩატარებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რომან მამულაძე და საზღვაო აკადემიიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მეგი ფარტენაძე. 


« უკან