2014 წლის 13 -20 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შავი ზღვის საზღვაო სასწავლებლების ასოციაციის (BSAMI) წევრი ქვეყნების თურქეთისა და ბულგარეთის ორ სასწავლებელში: სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტზე (სტამბული-ტუზლა) და ვარნის ნიკოლა ვაპცაროვის სახელობის საზღვაო აკადემიის უმაღლეს სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ირაკლი შარაბიძე - საზღვაო აკადემიის რექტორი, აბდულ კახიძე - რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, ნათია დოლიძე - საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, ნინო ყურშუბაძე - ISO სტანდარტის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და ელდარ მსხალაძე - სასწავლო პროცესის მონიტორინგის განყოფილების უფროსი, გივი ციცქიშვილი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს STCW-ს განყოფილების უფროსი. სამუშაო სესიის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა თურქეთის და ბულგარეთის სასწავლებლების უმაღლეს ხელმძღვანელობას და სხვა რანგის მენეჯმენტს (ნიკოლა ვაპცაროვის სახელობის საზღვაო აკადემია: ბოიან მედნიკაროვი - რექტორი, მილიენ ილიევ - თავდაცვის სამინისტროს ლეიტენანტი, ნიკოლაი ველიკოვი - ნავიგაციის ფაკულტეტის დეკანი, კალინ კალინოვი - რექტორის მოადგილე, ივო იოტსოვ - მეთაური, სტანისლავა სტეფანოვა - საერთაშორისო და სამეცნიორო განყოფილების მენეჯერი; სტანმულის ტექნიკური უნივერსიტეტი: ნილ გულერ - დეკანი, ცენგის დენიზი - საზღვაო საინჟინრო დეპარტამენტის უფროსი, ტანზერ სატირ - დეკანის მოადგილე, ბურცუ ოზსოი ციცეკი - საზღვაო დისტანციური სწავლების ლაბორატორიის გენერალური დირექტორი, მეტინ ცელიკ - საზღვაო ფაკულტეტის ხარისხის მენეჯერი, ხატის ვატანსევერ - საზღვაო ფაკულტეტის ხარისხის კოორდინატორი, ტუბა კეცეცი - საოკეანო ვახტის ოფიცერი).
განხილულ იქნა მოქმედი საგანმანათლებლო, საორგანიზაციო, ხარისხის უზრუნველყოფის და მარეგულირებელი დოკუმენტაციის შემუშავების, განხორციელების და გაუმჯობესების მექანიზმები. დელეგაციის წევრები გაეცნენ სტუდენტების ცხოვრებას, სასწავლებლების ძირითად და დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურებს, დაათვალიერეს მოქმედი ლაბორატორიები, ვორკშოპები, სასწავლო და ტრეინინგ ცენტრები, მათი ტექნიკური აღჭურვილობა, შესაძლებლობები, შიდა დოკუმენტაციის ბრუნვა, თეორიული მასალებით უზრუნველყოფა, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების ნუსხა, რეალური და სიტუაციური ამოცანები და თვალსაჩინოები. სამუშაო სესიის ფარგლებში ხელი მოეწერა სასწავლებლების შორის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლით პროგრამებს და ერთობლივი საგანმანათლებლო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებას, რომელთა აკრედიტაციის შემდეგ კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ მიიღონ ორივე სასწავლებლის დიპლომი და სწავლების რამდენიმე სემესტრი გაიარონ აღნიშნულ სასწავლებლებში. განხილვის საგანს წარმოადგენდა აგრეთვე დოქტორანტების ერთობლივი მომზადების პროცესი საზღვაო სპეციალობებში - ესაა სასწავლო პროცესი ორი ქვეყნის ტუტორის ხელმძღვანელობით. ჩამოყალიბდა სამხედრო კათედრის განხორციელების მექანიზმის სამუშაო ჩარჩო.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაცია და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი აგრეთვე შეხვდა ვარნის საზღვაო ადმინისტრაციის დირექტორს ვალენტინ ენჩევს და განიხილა მოქმედი მარეგულირებელი პროცედურები, სასწავლო ცენტრების მოკლევადიანი კურსების აღიარების მოთხოვნები და პროცედურები, გარე აუდიტის ჩატარების ფორმა და კადეტების პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი „Record Book”-ის გაცემის, შევსების, და ჩანაწერების აღიარების პროცედურა.
დელეგაციის წევრები ესაუბრა აღმოსავლეთ ევროპის გაყიდვების მენეჯერს ანდრეი სტანევს, რომელმაც წარმოადგინა თანამედროვე სიმულატორები და მათი ტექნიკური სპეციფიკაციები და პროგრამული უზრუნველყოფა.
« უკან |