დღეს, 8 სექტემბერს, საზღვაო აკადემიამ ახალი 2014-2015 საწავლო წელი დაიწყო. საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნის ფონზე გაიხსნა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, ბატონმა ირაკლი შარაბიძემ და მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს. სწავლის დაწყებასთან დაკავშირებულ ცერემონიალს ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი არჩილ ხაბაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ავთანდილ ბერიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბატონი გიორგი თავამაიშვილი, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ბატონი მამუკა ახალაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
დღეს, აგრეთვე, ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვე ლაბორატორიები. ავტომატიკის, ელექტროტექნიკის, პნევმატიკისა და ჰიდრავლიკის ლაბორატოერიები მნიშვნელოვნად დაეხმარება გემის მექანიკოსებსა და ელექტრომექანიკოსებს თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით გამყარებაში. ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები დღეიდან ყველა ელექტროტექნიკურ დისციპლინებში ჩატარდება.
საზღვაო აკადემია კიდევ ერთხელ გილოცავთ სწავლის დაწყებას!
« უკან |