info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში 2014 -2015 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ

1 აგვისტო 2014 წელი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში 2014 -2015 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის  მობილობის წესით  სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია  სხვა უმაღლესს სასწავლებლიდან მობილობის წესით გადმოსვლის  მსურველ სტუდენტებს  სთავაზობს  სწავლის გაგრძელებას  შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

1.     საზღვაო საინჟინრო  ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამები:

 საზღვაო ნავიგაცია- 40 ადგილი;

გემის მექანიკა - 10 ადგილი;

 გემის ელექტრომექანიკა -5 ადგილი;

 ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპუალატაცია-5 ადგილი.

 

2.    ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამები:

საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა- 10 ადგილი;

ნავსადგურის მენეჯმენტი -10 ადგილი;

ტურიზმი -საკრუიზო ტურიზმი- 30ადგილი.

 

სამაგისტრო პროგრამები:

ლოჯისტიკა და ექსპედირება - 5 ადგილი;

საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი - 5 ადგილი.

 სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულებიდან  მობილობის მსურველი  სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის www.eqe.ge  ელექტრონულ პორტალზე  1 აგვისტოდან   21 აგვისტოს ჩათვლით.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე  მობილობის შედეგების გამოცხადებისთანავე  (მობილობის შედგები გამოქვეყნდება 25 აგვისტოს) იმ სტუდენტებმა,  რომლებმაც მოიპოვეს მობილობის უფლება  უნდა  გამოცხადნენ  აკადემიის კანცელარიაში   და განცხადებასთან ერთად უნდა  წარმოადგინონ  შემდეგი საბუთები:

·         პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

·         ატესტატის  /  დიპლომის  (მაგისტრანტის შემთხვევაში) ქსეროასლი;

·         ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ჩარიცხვის სერტიფიკატის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

·         უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ქსეროასლი, ფაკულტეტის  დეკანის ხელმოწერითა და  ბეჭდით დამოწმებული;

·         ცნობა  სტუდენტის სტატუსის შესახებ;

·         სტუდენტის წარმატების ბარათის ქსეროასლი, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (კრ/სთ) და მიღებული შეფასებები, ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული;

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ  ცენტრში წარდგენის  ვადა - 26- 11 სექტემბრის ჩათვლით.

 

შიდა მობილობის (საფაკულტეტო და სპეციალობის შეცვლის) მსურველ სტუდენტთათვის  გამოყოფილია ვაკანტური ადგილები შემდეგ  საგანმანათლებლო პროგრამებზე :

1.    საზღვაო საინჟინრო  ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამები:

საზღვაო ნავიგაცია-  10 ადგილი;

გემის მექანიკა- 20 ადგილი;

გემის ელექტრომექანიკა- 20 ადგილი;

ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპუალატაცია-20 ადგილი.

 

2.ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამები:

საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა - 5 ადგილი;

ნავსადგურის მენეჯმენტი- 5 ადგილი.

 ტურიზმი -საკრუიზო ტურიზმი-  5 ადგილი.

 

 

სამაგისტრო პროგრამები:

 ლოჯისტიკა და ექსპედირება - 1 ადგილი;

 საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი -  1 ადგილი.

 

 

 

 

 

 

 

 


« უკან