info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728  

ევროკომისიის ექსპერტის უსაფრთხოების და უშიშროების საკითხებში კაპიტან ბერტრარდ აპერის ვიზიტი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

16 ივლისი 2014 წელი

მიმდინარე წლის 15 ივლისს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტრასეკა 2“ ექსპერტი უსაფრთხოების და უშიშროების საკითხებში, კაპიტანი ბერტრარდ აპერი ეწვია.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში საზღვაო უშიშროების საკონსულტაციო მისიით 15 ივლისს გაიმართა შეხვედრა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებთან. მისიის მიზანია გემებისა და ნავსადგურების საზღვაო უშიშროების საკითხების განხილვა, კერძოდ ნავსადგურის უშიშროების მასშტაბური შესწავლა, ევროკავშირის სახელმძღვანელოების მიმოხილვა, რათა მოხდეს ქართული კანონმდებლობის დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან ნავსადგურის საზღვრების დადგენის კუთხით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გლობალური ინფორმაციული სისტემის GISIS ეროვნული საზღვაო ადმინისტრაციის მიერ მართვის საკითხები და პირველად საქართველოში ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცერთა მომავალი საკვალიფიკაციო წვრთნის შესაძლებლობა, რის შედეგადაც მათ უფლება მიეცემათ ზემოაღნიშნული წვრთნა ჩაუტარონ სხვა ოფიცრებს.


« უკან