info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ახალი საგანმნათლებლო პროგრამა „ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპლუატაცია“

27 ივნისი 2014 წელი

პირველად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში-ახალი საგანმნათლებლო პროგრამა „ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპლუატაცია“

საზღვაო აკადემიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა  „ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპლუატაცია“   რომლის მიზანია ინჟინერიის ბაკალავრის  მომზადება 

საქართველოს როგორც, სატრანსპორტო დერეფნის როლის ზრდამ განაპირობა შავიზღვისპირეთში არსებული ნავსადგურებისა და სატრანსპოტო ტერმინალების გადაიარაღება და რეკონსტრუქცია, ახალი სატრანსპორტო კვანძებისა და ტერმინალების მშენებლობა, რამაც თავის მხრივ წარმოქმნა მოთხოვნა საზღვაო ინფრასტრუქტურის ამწე-სატრანსპორტო, სასაწყობო და  გადამტვირთი მანქანა დანადგარების ექსპლუატაციის სპეციალისტებზე.

პროგრამა კურსდამთავრებულს საშუალებას აძლევს მოიპოვოს ინჟინერიის ბაკალავრის  კვალიფიკაცია და დასაქმდეს ნავსადგურებში, საკონტეინერო და ნავთობტერმინალებში  დატვირთვა განტვირთვის სამუშაოების  მექანიზაციისა და მართვის სფეროში. კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის დიპლომი სპეციალობით „ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპლოატაცია“ შესაძლებელია აგრეთვე დასაქმდეს:

o             სახელმწიფო სამსახურებში, რომლებიც დაკავშირებული არიან საზღვაო პორტებისა და სატრანსპორტო ტერმინალების ამწე-სატრანსპორტო სისტემების ექსპლუატაციასთან, რეგულირებასა და კონტროლთან;

o             საწარმოებში და ორგანიზაციებში, რომლებიც ახდენენ ამწე-სატრანსპორტო მანქანების ექსპლუატაციას, შენახვას, ტექნიკურ მომსახურებას, რემონტს და აგრეთვე მათ მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას პროფესიული საქმიანობის შემდეგი სახეების მიხედვით: საწარმოო-ტექნოლოგიური, ექსპერიმენტულ-კვლევითი, საორგანიზაციო-მმართველობითი, სამონტაჟო-საამწყობო, საექსპლუატაციო.

o             ტრანსპორტის ლოჯისტიკის სფეროში

ამჟამად საქართველოში არსებული ნავსადგურები და ტერმინალები სადაც შეიძლება დასაქმდნენ ჩვენი კურსდამთავრებულები

1.            ბათუმის ნავსადგური

2.            ბათუმის ნავთობტერმინალი

3.            ბათუმის საკონტეინერო ტერმინალი

4.            ფოთის ნავსადგური

5.            ფოთის საკონტეინერო ტერმინალი

6.            სუფსის ნავთობტერმინალი

7.            ყულევის ნავთობტერმინალი

8.            მშენებარე ანაკლიის ნავსადგური


« უკან