info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

26 ივნისი 2014 წელი

2014 წლის 25 ივნისს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ 2011წელს დადგენილი მეზღვაურის დღისადმი მიძვნილი ღონისძიებების ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გაიხსნა ნავიგაციის და ფიზიკის ლაბორატორიები. აღნიშნულ ლაბორატორიებში მოხდება საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტენტთა  მომზადება საზღვაო ნავიგაციის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ მუშაობას გემზე და შეძენილი უნარების გამოყენებას პრაქტიკაში.ღონისძიებების ფარგლებში, აკადემიის ეზოში გაიმართა  კონცერტი საზღვაო აკადემიის სტუდენტების მონაწილეობით.

   ასევე, 25 ივნისს, 15:00 საათიდან მაკდონალდსში აკადემიის სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერი  აქცია გაიმართა. მაკდონალდსის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეებს ემსახურებოდნენ აკადემიის თანამშრომლები. გაყიდვების შედეგად შემოსული თანხის 20% ჩაირიცხა   აკადემიის სოციალურად  დაუცველი სტუდენტების  სწავლის საფასურის დასაფარად.


« უკან