info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სამეცნიერო კონფერენცია

13 ივნისი 2014 წელი

2013 წელს ევროკავშირის ტემპუსის   კონკურსში წარდგენილი პროექტებიდან საზღვაო აკადემიის მონაწილეობით  დაფინანსება მოიპოვა პროქტმა: ,,ხარისხის ამაღლება და ტრანსნაციონალური განათლების აღიარება სომხეთსა და საქართველოში”,  (544326-TEMPUS-1-2013-1-AM-TEMPUS-SMGR Promoting quality and recognition of transnational education in Armenia and Georgia). The coordinator: "French University in Armenia" [UFAR].

პროექტის პარტნიორები არიან: დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (QAA),  დიდი ბრიტანეთის  Bath Spa უნივერსიტეტი (BSU, UK), განათლების დაგეგმვის საფრანგეთის საერთაშორისო ორგანიზაცია (IIEP), ბელგიის განათლების დაგეგმარებისა და  მართვისა ევროპული ფონდი (EFMD), სომხეთის პროფესიული საგანმანათლებლო ფონდის ხარისხის უზრუნველყოფის  ცენტრი (NAQA), სომხეთის განათლების ხარისხის ცენტრი (EQ),  სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (MoES),   ერევნის ფრანგული უნივერსიტეტი (UFAR), ერევნის ამერიკული უნივერსიტეტი (AUA), ერევნის სლავური უნივერსიტეტი (RAU), კავკასიის უნივერსიტეტი (CU), აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ATSU), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM), საფრანგეთის Aix-Marseille უნივერსიტეტი (AMU); ლიონის Jean Moulin III უნივერსიტეტი.

პროექტის ფარგლებში უკვე შედგა: გაცნობითი შეხვედრა სომხეთში, ქალაქ  ერევანში, სადაც პარტნიორებმა მოახდინეს პრეზენტაციათა წარმოდგენა;  სამუშაო შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ლიონში Workpackage 1- რომლის სამუშაო თემა იყო ხარისხის სისტემის ტერმინოლოგია ევროპულ ქვეყნებში, გარე და შიდა ხარისხის უზრუნველყოფა, პროცესები, მეთოდები, მოთხოვნები; პროცესების ინტერნაციონალიზაცია და განათლება საზღვრების გარეშე;  სამუშაო დიდი ბრიტანეთის ქალაქ გლოსტერში, რომლის სამუშაო თემა იყო:  ერთობლივი გარე მოთხოვნების ჩამოყალიბება, რეგულაციები და ხარისხის აღიარება „საზღვრების გარეშე განათლების“ ფორმატში;

საზღვაო აკადემიიდან პროექტში ჩართულები არიან: ISO სტანდარტების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნ.ყურშუბაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლ. ჯაყელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ი. ინწკირველი და ნავიგაციის პროგრამული მიმართულების პროფესორი ა. გეგენავა. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია და დასრულდება 2016 წლის ნოემბერში.


« უკან