info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

I რეგიონული კონფერენცია “საზღვაო ინდუსტრიის ინოვაციური გამოწვევები ნაოსნობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე”

5 ივნისი 2014 წელი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის

I    რეგიონული    კონფერენცია

საზღვაო  ინდუსტრიის  ინოვაციური  გამოწვევები ნაოსნობის  განვითარების  თანამედროვე  ეტაპზე

Innovative  challenges the maritime industry at the present stage of development of Navigation

ბათუმი,  16-17 ოქტომბერი, 2014 წელი

 

  კონფერენციის მიმართულებები

·         საზღვაო   სფეროს  განვითარების   პრობლემები  და  ტენდენციები;

·         საქართველოს  სანაოსნო  წყლების   უსაფრთხოება  და  გარემოს  დაცვითი  პრობლემები;

·         საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების  პერსპექტივები  საქართველოს  საზღვაო  სექტორში;

·         საზღვაო  განათლების  თანამედროვე  გამოწვევები;

·         IMO-ს  კონვენციათა ინპლემენტაცია და  პროცედურული განხორციელების ასპექტები;

·         საზღვაო ინციდენტების  და  კატასტროფების გამომწვევ მიზეზთა   ანალიზი;

·         მანილას დამატებების  ინპლემენტაცია  და საზღვაო  კადრების  მომზადების ახალი მოთხოვნები;

·         თანამედროვე საზღვაო  ტექნოლოგიები  და  სისტემები;

·         საზღვაო  ქვეყნის როლი  რეგიონალურ  განვითარებაში;

 

 

ყურადღება: კონფერენციის  მუშაობის  შედეგების  მიხედვით  გამოიცემა  კრებული

 

      კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველო, ბათუმი, ბათუმის  სახელმწიფო  საზღვაო  აკადემია

კონფერენციის  ჩატარების დრო:   16-17  ოქტომბერი 2014 ელი.

კონფერენციაში  მონაწილეობისათვის  მასალების  წარმოდგენის  ვადები  და  წესები:

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2014 წლის 05 სექტემბრამდე  უნდა წარმოადგინონ მოხსენების თემა და მომხსენებლის რეკვიზიტები.

 

მომხსენებლებმა 2014 წლის 15  სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ სტატიების ელექტრონული ვერსიები შემდეგი წესების დაცვით:

•     ნაშრომი, (რეზიუმე ინგლისურ ენაზე) (1000 სიმბოლო) წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით. ველები: ზედა – 2,0 სმ, ქვედა – 2,0 სმ, მარცხენა – 2,0 სმ, მარჯვენა – 2.0 სმ;

•     შრიფტი  Sylfaeni, სტილი Normal, შრიფტის ზომა – 12;

•     სტრიქონთაშორისი ინტერვალი – 1,5;

•     ნახატები, გრაფიკები, სქემები და ა. შ. – ფორმატში TIFF 300dpi; 600dpiფორმულები უნდა აიკრიფოს ფორმულების რედაქტორში MMicrosoft equation 2.0(2.1)

•     სტატიები მიეწოდება საკონტაქტო პირს.

 

 

 

სტატიის გაფორმების წესი:

•     ზედა მარცხენა კუთხეში – ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი (მუქი (Bold)  შრიფტი). დეფისის შემდეგ მიეთითება ორგანიზაცია, აკადემიური ხარისხი და თანამდებობა (ჩვეულებრივი შრიფტი);

•     1 ინტერვალის შემდეგ სტრიქონის შუა ნაწილში – ნაშრომის დასახელება მუქი შრიფტით;

•     1 ინტერვალის შემდეგ – ნაშრომის ტექსტი;

•     ნაშრომს ერთვის რეზიუმე (არაუმცირეს 1000 სიმბოლოსი) ინგლისურ ენაზე ავტორის სახელის, გვარის, ორგანიზაციის, აკადემიური ხარისხის, თანამდებობის და ნაშრომის სათაურის მითითებით იგივე წესით, როგორიც დადგენილია სტატიისთვის და გამოყენებული ლიტერატურის სია.

 

ყურადღება: წესების დარღვევით მოწოდებული სტატიები დასაბეჭდად არ განიხილება!

სტატიას თან უნდა ახლდეს ავტორ(ებ)ის პირადი მონაცემები:

•     გვარი, სახელი, მამის სახელი

•      ორგანიზაცია, სამეცნიერო ხარისხი და თანამდებობა

•     ტელეფონი (მობილური)

•      ფაქსი

•      E-მაილი

 

სარედაქციო კოლეგია პატივს სცემს ნებისმიერი ავტორის შეხედულებებს.

სტატიები დაიბეჭდება წარმოდგენილი სახით. ნაშრომებში გამოთქმულ მოსაზრებებსა და დასკვნებზე პასუხისმგებელია ავტორი.

მნიშვნელოვანი:  სტატიის მაქსიმალური მოცულობა რეზიუმეს გარეშე 6 გვერდი!

სიმპოზიუმის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, 

 

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

•     05 სექტემბერი  -  კონფერენციაში მონაწილეობაზე განაცხადის (მოხსენების თემის დასახელება და ავტორის რეკვიზიტრები) წარმოდგენის ბოლო ვადა;

•      15  სექტემბერი - სტატიების ელექტრონული ვერსიების და მონაწილეთა აპლიკაციების წარმოდგენის ბოლო ვადა;

•      20  სექტემბერი – საწევრო შესატანის გადახდის ბოლო ვადა:

•      16  ოქტომბერი - კონფერენციის  ჩატარების თარიღი.

 

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საკონტაქტო რეკვიზიტებია:

 

I.ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

შოთა  კუნჭულია – საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის,  საზღვაო  ნავიგაციის  მიმართულების  ხელმძღვანელი,  პროფესორი.

მისამართი:  საქართველო, ბათუმი, რუსთაველი 53.

ტელ (მობ), +995 577 42  31 25

 EE-მაილ: sh. kuntchulia@yahoo.com; sh. Kuntchulia@bsma.edu.ge

 

სარეგისტრაციო გადასახადი

სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის სარეგისტრაციო გადასახადი შეადგენს   100 ლარს

 (სტატიის გამოქვეყნება - 50 ლარი + კულტურული პროგრამა (ვახშამი) – 50 ლარი).

 

თანხების შეტანა ხორციელდება გადარიცხვით შემდეგი საბანკო რეკვიზიტების მიხედვით:

სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

საიდენტიფიკაციო კოდი 245427337

ბანკის კოდი  UGFEBGE22 სსვითიბი ბანკი ჯორჯია

ანგარიშის ნომერი GE86VT5500000000493408

 

გადასახადის დასახელება:  რეგიონალური კონფერენცია:საზღვაო  ინდუსტრიის  ინოვაციური  გამოწვევები  ნაოსნობის   განვითარების   თანამედროვე  ეტაპზე

საწევრო შესატანის გადახდის ვადა: 2014 წლის 20 სექტემბერი

ქვითრის ორიგინალი (დედანი) წარედგინება კონფერენციის ორგკომიტეტს რეგისტრაციის დროს, ან (დაუსწრებლად მონაწილეობის შემთხვევაში) უნდა გამოიგზავნოს სკანირებული ფაილით მისამართზე:

EE-მაილ: sh. kuntchulia@yahoo.com; sh. Kuntchulia@bsma.edu.ge

სასტუმროს რეკვიზიტები

H Hotel City Star
Reception +995 422 27 18 04
hotelcitystar@mail.ru
Skype: citystar70
Facebook: hotel city star

 

მონაწილეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლებენ კონფერენციაში უშუალოდ მონაწილეობას, შეუძლიათ გააგზავნონ მოხსენება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილისათვის და გამოქვეყნდება საერთო წესით.

 

  მოხსენებების  კრებული   დარიგდება  კონფერენციის   მსვლელობის    დროს.

 

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.

 

პატივისცემით, კონფერენციის  საორგანიზაციო კომიტეტი

 

 

 

 


« უკან