info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სამეცნიერო კონფერენცია

8 მაისი 2014 წელი
ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა 
V სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ეკონომიკა, ბიზნესი, ლოჯისტიკა, ტურიზმი
ბათუმი,  12-13 ივნისი, 2014 წელი კონფერენციის მიმართულებები
მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პრობლემები და ტენდენციები;
ეროვნული ეკონომიკა - ტენდენციების ანალიზი და განვითარების პერსპექტივები;
ბიზნესის თანამედროვე პრობლემები და პერსპექტივები: რეგიონალური ასპექტები;
ლოჯისტიკის განვითარების რეგიონალური ასპექტები: პრობლემები და პერსპექტივები;
ტურიზმის განვითარების რეგიონალური ასპექტები: პრობლემები და პერსპექტივები;
ინოვაციური ტექნოლოგიები ბიზნესში; 
 
ყურადღება: კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები! 
 
კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველო, ბათუმი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის დარბაზი
 
კონფერენციის ჩატარების დრო: 12-13 ივნისი 2014 წ.
კონფერენციაში  მონაწილეობისათვის მასალების წარმოდგენის ვადები და წესი:
 
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2014 წლის 2 ივნისამდე უნდა წარმოადგინონ მოხსენების თემა და მომხსენებლის რეკვიზიტები.
 
მომხსენებლებმა 2014 წლის 5 ივნისამდე უნდა წარმოადგინონ სტატიების ელექტრონული ვერსიები შემდეგი წესების დაცვით: 
ნაშრომი, (რეზიუმე რუსულ ან ინგლისურ ენაზე) (არაუმეტეს 1000 სიმბოლო) წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით. 
ველები: ზედა – 2,0 სმ, ქვედა – 2,0 სმ, მარცხენა – 2,0 სმ, მარჯვენა – 2.0 სმ; 
შრიფტი Sylfaen, სტილი Normal, შრიფტის ზომა – 11; 
სტრიქონთაშორისი ინტერვალი – 1,5; 
ნახატები, გრაფიკები, სქემები და ა. შ. – ფორმატში TIFF 300dpi; 600dpi.  ფორმულები უნდა აიკრიფოს ფორმულების რედაქტორში Microsoft equation 2.0 (2.1.); 
სტატიები მიეწოდება საკონტაქტო პირს. 
 
სტატიის გაფორმების წესი: 
ზედა მარცხენა კუთხეში – ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი (მუქი (Bოლდ)  შრიფტი). დეფისის შემდეგ მიეთითება საგანმანათლებლო პროგრამა და კურსი;
1 ინტერვალის შემდეგ ზედა მარცხენა კუთხეში – ხელმძღვანელ(ებ)ის სახელი და გვარი (მუქი (Bოლდ)  შრიფტი). დეფისის შემდეგ მიეთითება ორგანიზაცია, აკადემიური ხარისხი და თანამდებობა (ჩვეულებრივი შრიფტი
1 ინტერვალის შემდეგ სტრიქონის შუა ნაწილში – ნაშრომის დასახელება მუქი შრიფტით; 
1 ინტერვალის შემდეგ – ნაშრომის ტექსტი; 
ნაშრომს ერთვის რეზიუმე (არაუმეტეს 1000 სიმბოლოსი) რუსულ ან ინგლისურ ენაზე ავტორის სახელის, გვარის, უნივერსიტეტის, საგნმანათლებლო პროგრამის, კურსის, მეცნიერ-ხელმძღვანელის აკადემიური ხარისხის, თანამდებობის და ნაშრომის სათაურის მითითებით იგივე წესით, როგორიც დადგენილია სტატიისთვის და გამოყენებული ლიტერატურის სია. 
 
ყურადღება: წესების დარღვევით მოწოდებული სტატიები არ განიხილება! 
სტატიას თან უნდა ახლდეს ავტორ(ებ)ის პირადი მონაცემები: 
გვარი, სახელი, მამის სახელი 
ორგანიზაცია, საგანმანათლებლო პროგრამა, კურსი
მეცნიერ-ხელმძღვანელის - სამეცნიერო ხარისხი და თანამდებობა 
ტელეფონი (მობილური) 
ფაქსი 
E-მაილი 
 
სარედაქციო კოლეგია პატივს სცემს ნებისმიერი ავტორის შეხედულებებს.
 
ნაშრომებში გამოთქმულ მოსაზრებებსა და დასკვნებზე პასუხისმგებელია ავტორი და მეცნიერ-ხელმძღვანელი.
 
სტატიის მაქსიმალური მოცულობა რეზიუმეს გარეშე 6 გვერდი!
 
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური,  
 
მნიშვნელოვანი თარიღები: 
 
2 ივნისი  -  კონფერენციაში მონაწილეობაზე განაცხადის (მოხსენების თემის დასახელება და ავტორის რეკვიზიტრები) წარმოდგენის ბოლო ვადა; 
5 ივნისი - სტატიების ელექტრონული ვერსიების და მონაწილეთა აპლიკაციების წარმოდგენის ბოლო ვადა; 
12-13 ივნისი  - კონფერენციის ჩატარების თარიღი. 
 
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საკონტაქტო რეკვიზიტებია:
 
I. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
რომან მამულაძე – ბსსა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
მისამართი:  საქართველო, ბათუმი, რუსთაველი 53. 
ტელ (მობ), +995 577 22 04 93
 
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.
 
პატივისცემით, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
 

« უკან