info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პირველი რეგიონალური სიმპოზიუმი თემაზე “საკრუიზო ტურიზმი- მსოფლიო გამოცდილება და პერსპექტივები“

1 მაისი 2014 წელი

30 აპრილს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით  ჩატარდა პირველი რეგიონალური სიმპოზიუმი თემაზე“ საკრუიზო ტურიზმი- მსოფლიო გამოცდილება და პერსპექტივები“, სასტუმრო „ინტურისტებში“. ღონისძიება დაიწყო  10:00 საათზე და დასრულდა 16:00 საათზე. სიმპოზიუმი იყოფოდა ორ სექციად და წარმოდგენილი იყო 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი, როგორც ქართველი ისე  უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების მიერ.   მომხსენებლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები. ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის მინისტრი, შ.პ.ს “ბათუმის საზღვაო ნავსადგური“-ს წარმომადგენლები, აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი“-ს წარმომადგენლები, სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“-ს წარმომადგენლები,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელობის უინივერსიტეტის, რიზეს უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის პროეფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები. ასევე ღონისძიება დასრულების შემდეგ მონაწილეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა  დაათვალიერეს გემით ბათუმის პორტის აკვატორია.

 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“-სა და სს „ვითიბი ბანკ ჯორჯია“-ს.


« უკან