2014 წლის 15 აპრილს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ჩატარდა ჩეხეთის რესპუბლიკის, კერძოდ, პრაღის კარლოსის უნივერსიტეტთან არსებული საგრანტო სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის CERGE-EI-ს შესახებ პრეზენტაცია.
პრეზენტაციას მართავდა CERGE-EI-ს პირველი კურსის დოქტორანტი დალი ცინცქილაძე.
უნივერსიტეტში სწავლება ინგლისურენოვანია. ლექციებს კითხულობენ ამერიკის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული ლექტორები.
სადოქტორო ან სამაგისტრო პროგრამაში ჩართვისთვის სტუდენტებმა ინგლისურ ენაზე უნდა გამოაგზავნონ:
· შევსებული აპლიკაციის წერილი
· CV
· მოტივაციის წერილი
· 2 რეკომენდაცია
· ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი TOEFL ან IELTS (არ არის სავალდებულო მაგრამ სასურველია).
· ასევე მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების უნარის დამადასტურებელი GMAT ან GRE (არ არის სავალდებულო).
სადოქტორო პროგრამაში ჩართვისთვის სტუდენტებს უკვე უნდა ჰქონდეთ მაგისტრატურა დამთავრებული (განსაკუთრებულ შემთხვევებში მიიღებიან ბაკალავრიატ- დამთავრებულებიც) და ჩარიცხვის შემთხვევაში გამოაგზავნონ აპოსტილით დამოწმებული დიპლომი თავისი დანართითურთ.
სადოქტორო პროგრამა უფასოა და სრუალიად აფინანსებს პრაღაში ცხოვრების და ჩასვლის ხარჯებს.
იხილეთ web-გვერდი: www.cerge-ei.cz
« უკან |