info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სპორტისა და კულტურის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი შეხვდნენ ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებულ სტუდენტებს

24 მარტი 2014 წელი

21 მარტს, სასტუმრო რედისონის საკონფერენციო დარბაზში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი შეხვდნენ ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებულ სტუდენტებს, რომელთა სწავლის საფასურს ფარავს განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი. შეხვედრა ორგანიზებული იყო განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავდა სამინისტროს მიერ მომზადებულ უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციას. პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა. შეხვედრის ბოლოს განათლების სამინისტრომ სტუდენტები დააჯილდოვა აჭარის მხატვართა ნამუშევრების ალბომებით.


« უკან