2014 წლის 4-9 თებერვალს ოდესის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში (უკრაინა) ტემპუსის პროექტის - „შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის კომპეტენციათა ცენტრების ქსელის შექმნა“ (Projekt 543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES „Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black Sea region" – CruiseT) ფარგლებში შედგა პარტნიორი ორგანიზაცეიბის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ მასწავლები.
პროექტი ფინანსდება ევროკომისიის მიერ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შავი ზღვის რეგიონში „საკრუიზო ტურიზმში კომპეტენციათა განვითარების სამი რეგიონალური ცენტრის შექმნა“ (ბათუმი (საქართველო), ოდესა (უკრაინა), სევასტოპოლი (უკრაინა, ყირიმი)).
შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდა 27 ორგანიზაციის წარმომადგენელი - გერმანიის, იტალიის, სლოვაკეთის, ბულგარეის, რუმინეთის, თურქეთის, უკრაინისა და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები, სახელმწიფო სტრუქტურების, საზღვაო ინფრასტრუქტურისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილული იქნა საერთაშორისო ტურიზმის, კერძოდ საზღვაო ტურიზმისა და საკრუიზო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონში.
აღნიშნული პროექტის ფარეგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია წარმოადგენს პროექტის კოორდინატორს საქართველოსა და თურქეთში.
შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია 2014 წლის ივნისში გერმანიიის ქალაქ ბრემენხავენში.
« უკან |