info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის გაფორმდა შეთანხმება საზღვაო ტრანსპორტის შესახებ

21 იანვარი 2014 წელი

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის გაფორმდა შეთანხმება საზღვაო ტრანსპორტის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კორეის საოკეანო და თევზჭერის მინისტრმა ჯინსუკ იუნმა. 

შეთანხმების მიზანია მხარეებმა ხელი შეუწყონ საზღვაო ტრანსპორტის განვითარებას და ერთობლივად აღმოფხვრან ნებისმიერი დაბრკოლება, რომლებმაც შესაძლოა შეაფერხოს ნაოსნობა საქართველოსა და კორეის ნავსადგურებს შორის. 

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის საზღვაო აკადემიებს შორის კოოპერაციაზე, ასევე საქართველოსა და კორეის დროშების ქვეშ მცურავ გემებს შორის პარიტეტულ საწყისებზე თანამშრომლობაზე. 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შესაძლებელია, რომ ქართველმა კურსდამთავრებულებმა სტაჟირება კორეაში გაიარონ. შეხვედრაზე ასევე წარიმართა საუბარი ტურიზმზე, კორეელი ინვესტორების შესაძლო მონაწილეობაზე საქართველოში ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობასა და ადგილობრივი გემთშენებლობის პოტენციალის განვითარებაზე. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეზღვაურთა განათლების სისტემის კუთხით გატარებულ რეფორმებზე, მეზღვაურთა დასაქმებაზე და ამ მიმართულებით კორეის გემთფლობელებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

კორეის საოკეანო და თევზჭერის მინისტრი ჯინსუკ იუნი  საქართველოს დღეს ეწვია. 

კორეის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ასევე ჩამოვიდნენ ამ ქვეყნის გემთფლობელთა ასოციაციისა და საზღვაო ინსტიტუტის წარმომადგენლები. 21 იანვარს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრების გამართვა ექსპერტთა დონეზე. ასევე, ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს კორეის საზღვაო ინსტიტუტსა და სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის.


« უკან