ა.წ. 10 დეკემბერს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ექვს რეგიონულ უნივერსიტეტთან და თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნინო ციხისთავი-ხუციშვილმა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა. 
	მემორანდუმის მთავარი მიზანი ისეთი ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელებაა, რომლებიც მიმართულია  კვლევის, სამართლის პოპულარიზაციის,საგანმანათლებლო საქმიანობისა და  სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისაკენ.მემორანდუმი გაფორმდა: ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ქუთაისის უნივერსიტეტთან, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის საზღვაო აკადემიასთან და თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტთან.