info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

ლონდონში გაიმართა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 28-ე ასამბლეის რეგულარული სესია

3 დეკემბერი 2013 წელი

ამა წლის  25 ნოემბერი - 1 დეკემბრის შუალედში ლონდონში, დიდი ბრიტანეთი გაიმართა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 28-ე ასამბლეის რეგულარული სესია (Twenty-Eighth Regular Session of the Assembly). აღნიშნული სესიის ფარგლებში ხელი მოეწერა  გლობალური საზღვაო პრაქტიკის ცენტრის (Global On-Board-Training Center (GOBTC), ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, პირი რეის საზღვაო უნივერსიტეტის, ნიგერიის საზღვაო აკადემიისა და ფილიპინების ჯბ ლაკსონის სახელობის საზღვაო აკადემიის ერთობლივი პროექტის წინასახელშეკრულებო მემორანდუმს საზღვაო პრაქტიკის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მონაწილეობა მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილე - მანუჩარ ლორია და საგარეო ურთიერთობების მენეჯერი - ნათია დოლიძე. მემორანდუმს ხელი მოაწერა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა თაკო იოსელიანმა. 


« უკან