info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

ამა წლის 30 ოქტომბერს კონსტანცაში, რუმინეთი ჩატარდა საზღვაო სასწავლებლების შავი ზღვის ასოციაციის Black Sea Association of Maritime Institutions ყველა წევრის I დამატებითი შეხვედრა

4 ნოემბერი 2013 წელი

ამა წლის 30 ოქტომბერს კონსტანცაში, რუმინეთი ჩატარდა საზღვაო სასწავლებლების შავი ზღვის ასოციაციის Black Sea Association of Maritime Institutions ყველა წევრის I დამატებითი შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაცია.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ასოციაციის სტრატეგიული დაგეგმარება და კონტროლი, ასოციაციის ოფიციალური სეკრეტარიატის გახსნა, რაც მოიცავს მთელ რიგ ორგანიზაციულ საკითხებს. აღნიშნულ შეხვედრაზე ადმირალ უშაკოვის სახელობის სახელმწიფო საზღვაო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ქალბატონმა ირინა მაკაშინამ წარადგინა პროექტი სახელწოდებით „BSAMI-ს საგანმანათლებლო სივრცე“. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ასოციაციის წევრების თანამშრომლობას საგანმანათლებლო და სამეცნიერო კუთხით, კერძოდ კი პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლით პროგრამას მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით. 


« უკან