info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საერთაშორისო უნივერსიტეტების საზღვაო ასოციაციის (International Association of Maritime Universities - IAMU) რიგით მე-14 ყოველწლიური გენერალურ ასამბლეა

4 ნოემბერი 2013 წელი

ამა წლის 23-29 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაცია აკადემიის რექტორის ბატონი ირაკლი შარაბიძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა ბუქარესტსა და კონსტანცაში, რუმინეთი საერთაშორისო უნივერსიტეტების საზღვაო ასოციაციის (International Association of Maritime Universities - IAMU) რიგით მე-14 ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე და საერთაშორისო აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია წელს შედიოდა აღნიშნული ასოციცაციის საერთაშორისო აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში, სადაც განიხილებოდა საზღვაო სასწავლებლების საერთაშორისო ასოციაციის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფინანსური კომიტეტის, აკადემიური პროგრამის, სხვადასხვა კვლევითი პროექტების, IAMU-ს ახალი წევრების მიღების, მომავალი გენერალური ასამბლეის ჩატარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

აღნიშნულ ასამბლეაზე მოხსენებით წარსდგა აკადემიის, საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ლაშა თავაძე.

IAMU-ს მომავალი გენერალური ასამბლეის ჩატარება გადაწყდა ტასმანიაში, ავსტრალია 2014 წლის 24-30 ოქტომბერს. 


« უკან